სიახლეები

ახალციხეში "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა

ახალციხეში "ემბისი"-ს სერვისცენტრი გაიხსნა

2020-08-17

"ემბისი"-ს მომსახურებით სარგებლობა ახლა უკვე ახალციხეშიც შესაძლებელია. კომპანიის მომსახურების ცენტრი კოსტავას 3 ნომერში გაიხსნა და რაიონის მოსახლეობას ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. 

სერვისცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა სახის სესხების აღება, ასევე ფულადი გზავნილების, ვალუტის კონვერტაციის, კუმუნალური და სხვა სახის გადახდების განხორციელება. 

კომპანია ახალციხის რაიონის მოსახლეობას აგრო, ავტო, იპოთეკურ, ბიზნეს და Start Up სესხებს სთავაზობს. სერვისცენტრში შესაძლებელია აგრო განვადების მომსახურებით სარგებლობა, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან თუ კერძო იპოთეკარებისგან სესხებით პორტირებაც.  

"ემბისი" საქართველოს მასშტაბით 13 სერვისცენტრს ფლობს. ახალციხის გარდა, კომპანია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულის, გურჯაანისა და გორის რაიონებშია წარმოდგენილი. 

ახალციხეში