სამეთვალყურეო საბჭო

ტარას ნიჟარაძე

ტარას ნიჟარაძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

1986 წელს ტარას ნიჟარაძემ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ნახევარგამტარების ფიზიკის სპეციალობით.

1987 წელს ტარას ნიჟარაძემ სამეცნიერო კარიერა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკურ ცენტრში მეცნიერ-მკვლევარის თანამდებობაზე.

1990 წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს ბიზნესის სფეროში - არის  საბანკო, ტურიზმის,  სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების დამფუძნებელი და მენეჯერი.  

1998 - 2012  წლებში  ტარას ნიჟარაძე  იყო სს "ბაზისბანკის" ერთერთი აქციონერი, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შემდგომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2006 წლიდან ტარას ნიჟარაძე   არის შ.პ.ს. "ენერგო-არაგვის" თანადამფუძნებელი და დირექტორი, იგი სათავეში უდგას ჰიდროენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ  ერთერთ წარმატებულ პროექტს საქართველოში.  

2012 წლიდან ტარას ნიჟარაძე არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი"-ს პარტნიორი და ამავე ორგნიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ტარას ნიჟარაძე