სამეთვალყურეო საბჭო

ვალერი ჩეჩელაშვილი

ვალერი ჩეჩელაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ვალერი ჩეჩელაშვილს დამთავრებული აქვს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით და ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის დოქტორის ხარისხს.

1989 წლიდან, ვალერი ჩეჩელაშვილი მოღვაწეობდა დიპლომატიური ურთიერთობების სფეროში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს - მეორე მდივნიდან, მინისტრის მოადგილის პოზიციამდე. 2005 წელს, ჩეჩელაშვილი გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2005-2007 წლებში ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.

1994-1998 წლებში, ვალერი ჩეჩელაშვილი იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ხოლო 2004-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში. 2000-2004 წლებში ჩეჩელაშვილს ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ხოლო 2007-2016 წლებში - გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში.

2000-2004 წლებში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, იღებდა მონაწილეობას შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მისი აფილირებული ორგანო) მმართველთა საბჭოს მუშაობაში. 2002-2012 წლებში იყო "ბაზისბანკის" აქციონერი.

2016 წლიდან, ვალერი ჩეჩელაშვილი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 

ვალერი ჩეჩელაშვილი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით და ასევე, გახლავთ რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 

ვალერი ჩეჩელაშვილი