დირექტორატი

ნინო დევდარიანი

ნინო დევდარიანი

რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორი

ნინო დევდარიანმა 2010 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი Williams College-ში (აშშ), სადაც სწავლობდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

2008-2013 წლებში ნინო მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო რეზერვების რისკების მართვისა და კონტროლის განხრით. 2014-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის რისკების მართვის მიმართულებით. ამავდროულად, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს  "განვითარებადი ფინანსები", "საერთაშორისო მაკროეკონომიკა". 

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ არაერთ ტრეინინგსა და ვორკშოპში.  

ნინო "ემბისი"-ს გუნდს 2016 წლიდან შემოუერთდა. რისკების დეპარტამენტის  საკურატორო სფეროში შედის საკრედიტო რისკები, საოპერაციო რისკები, იურიდიული და AML განყოფილებები.
 

ნინო დევდარიანი