დირექტორატი

თათია ჯაჯანაშვილი

თათია ჯაჯანაშვილი

საფინანსო დეპარტამენტის დირექტორი

თათია ჯაჯანაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით. მას გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტრეინინგები ფინანსურ ანგარიშგებაში და ბიზნესის მენეჯმენტში. ამჟამად, არის გრენობლის ბიზნეს სკოლის მაგისტრის ხარისხის კანდიდატი და მუშაობს სამაგისტრო თემაზე - "ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომავალი შესაძლებლობები".

2011-2014 წლებში მუშაობდა "ბანკი კონსტანტას" მმართველობითი აღრიცხვისა და ანალიზის უფროსი ოფიცრის პოზიციაზე.

თათია "ემ ბი სი"-ს გუნდს 2014 წლიდან შემოუერთდა.

საფინანსო განყოფილების მენეჯერის საკურატორო სფეროში შედის ხაზინა, ბუღალტერია, ფინანსური ანგარიშგება, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

თათია ჯაჯანაშვილი