დირექტორატი

ეთერ ჩაჩიბაია

ეთერ ჩაჩიბაია

ოპერაციების დირექტორი

ეთერ ჩაჩიბაიას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში. სხვადასხვა დროს, მუშაობდა სს "ბაზისბანკსა" და "HSBC-ბანკ საქართველოში" წამყვან პოზიციებზე - საოპერაციო, საცალო და კორპორატიული მომსახურების მიმართულებით.

ამას გარდა, ჩაჩიბაია რამდენიმე წლის განმავლობაში დასაქმებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებში. ასევე, საქმიანობას ეწეოდა არასამთავრობო სექტორშიც.

ეთერ ჩაჩიბაია ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. საფინანსო სფეროსა და მენეჯმენტის მიმართულებით კი გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგი თუ საკვალიფიკაციო კურსი. 

2013 წლიდან, ეთერი "ემბისი"-ს გუნდის წევრია. მისი როგორც ოპერაციების დირექტორის საკურატორო სფეროში შედის საოპერაციო და სამეურნეო მიმართულებები, გაყიდვები და მარკეტინგი, ასევე მისოს სერვის-ცენტრები.

ეთერ ჩაჩიბაია