დირექტორატი

გია პეტრიაშვილი

გია პეტრიაშვილი

დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

გია პეტრიაშვილი ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხს თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით. 1988 წელს მან სამეცნიერო კარიერა დაიწყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ მკვლევარის პოზიციაზე, ხოლო მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, როგორც მოწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა. გია პეტრიაშვილს გამოქვეყნებული აქვს რიგი კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

90-იანი წლების დასაწყისში მან ბიზნეს საქმიანობა დაიწყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ხოლო  1993 წელს დააფუძნა კომერციული ბანკი საქართველოში - სს "ბაზისბანკი" და გახდა სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1999 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და საქმიანობა გააგრძელა "კავკასიის ფონდში", OPIC-ს მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ფონდში.  1999-2002 წლებში იგი იყო  Caucasus Advisors, LLC ("კავკასიის ფონდის" მმართველი კომპანია, ოფისებით ნიუ-იორკში, ბაქოში, თბილისსა და ერევანში) თბილისის ოფისის დირექტორი. 2002 – 2005 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ შპს "გასართობი ცენტრი მეიდანი"-ს (პირველი ევროპული კლასის ქართული კლუბ-რესტორნი თბილისში) დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 2006-2009 წლებში მან დააფუძნა და ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას  შპს "სოლო-ლაკი ინვესტორს".

1998-2012 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბანკში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების შემდგომ მან,  პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" ("ემ ბი სი"), სადაც დაარსების დღიდან  იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას, ხოლო 2017 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

გია პეტრიაშვილი