ფოტო გალერეა

პრობონო მომსახურება მუსთერაპიულ ცენტრს

პრობონო მომსახურება მუსთერაპიულ ცენტრს

პრობონოს ფარგლებში, "ემ ბი სი"-მ პროფესიული მომსახურება საქართველოს მუსთერაპიულ ცენტრს გაუწია. 

მუსიკალური თერაპიის ცენტრისათვის სარეკლამო ხასიათის ბროშურის მომზადებაზე მისოს გრაფიკულმა დიზაინერმა იმუშავა. ცენტრს, ბროშურასთან ერთად, საჩუქრად მისი საქმიანობის ამსახველი მრავალფეროვანი ფოტო მასალაც გადაეცა.

მუსთერაპიული ცენტრის საქმიანობის ძირითადი სფერო, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების, მუსიკის ექსპრესიული ელემენტების საშუალებით რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია გახლავთ. ცენტრის მეშვეობით ყოველ წელიწადს 100 შშმ ბავშვზე მეტისათვის ხელმისაწვდომია სისტემატური, ინდივიდიუალურ საჭირობებზე დაყრდნობით დაგეგმილი მუსთერაპიული აქტივობა. შშმ პირების ფსიქო-სოციალურ უნარ-ჩვევები უმჯობესდება სერვისის მიწოდების შედეგად, რაც ხელს უწყობს მათ ღირსეულ ინტეგრირებულ ცხოვრებას.