თანხმობა პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე

თანხმობას ვაცხადებ, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ (ს/კ 404967078) შეინახოს/დაამუშავოს ჩემი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი, ჩემთვის რეკლამის/შეთავაზებების გამოგზავნის მიზნით და გამომიგზავნოს რეკლამები/შეთავაზებები ჩემს ტელეფონის ნომერსა და ელ. ფოსტის მისამართზე. 

 

ჩემ მიერ თანხმობა გაცემულია უვადოდ, მის გაუქმებამდე. ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უკან გამოვითხოვო აღნიშნული თანხმობა, მოვითხოვო მონაცემების შენახვა/დამუშავების, ასევე რეკლამების/შეთავაზებების მიღების შეწყვეტა, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალისთვის“ ელ. ფოსტის მეშვეობით შეტყობინების გაგზავნის (nopm@mbc.com.ge) ან ცხელ ხაზზე დარეკვის (+995 32 2 50 50 02) გზით, ასევე, ტელეფონის ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე კონკრეტული რეკლამის/შეთავაზების მიღებისას უარის თქმის მექანიზმის (NOSMS) გამოყენების გზით. აღნიშნულ შემთხვევაში, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი მონაცემების დამუშავებას.

 

ზემოაღნიშნული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, უფლება მაქვს, კანონით დადგენილი წესით, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.