ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მისოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება, პროდუქტებსა და პროცედურებზე უტყუარი ინფორმაციის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში, სწორად გადამისამართება ;
- მისოს ჩატში, ელ-ფოსტასა და Facebook გვერდზე შემოსულ კითხვებზე დროული პასუხი;
- მომხმარებელთა კმაყოფილების/ლოიალურობის, ასევე მისოს პროდუქტებზე კვლევების წარმოება;
- მომხმარებელთა მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის შესაბამისად;
- მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა და რთულ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
- მისოს საკრედიტო და საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, კლიენტების მოტივირება;
- მომხმარებელთა პრეტენზიების სწორად დაფიქსირება და შესაბამის პირებთან გაგზავნა
- სამუშაო პროგრამაში ინფორმაციის სწორად დაფიქსირება და დავალებების გადამისამართება
- ონლაინ განაცხადების მიღება და შესაბამის ადრესატთან დროული და სწორი გადამისამართება;
- ონლაინ განაცხადების ბაზების წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
- განვითარების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება;
- ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- MS office პროგრამების ცოდნა.
უნარ - ჩვევები:
- გამართული წერისა და მეტყველების, კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გაწონასწორებული, დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
სამუშო გრაფიკი: 09:30-18:30, შაბათს 10:00-14:00 (კვირაში 40 საათი); შაბათის ცვლა 1 საათით ადრე ასრულებს სამუშაო დღეს.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
- დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.