სიახლეები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

2020-03-23

ვისზე ვრცელდება საშეღავათო პერიოდი?

► საშეღავათო პერიოდი ვრცელდება "ემბისი"-ს ყველა მომხმარებელზე, რომლის შემოსავლებზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია მიმდინარე მოვლენებმა.


რა ტიპის სესხებს ეხება საშეღავათო პერიოდი?

► საშეღავათო პერიოდი ეხება ყველა ტიპის სესხს, გარდა ისეთი სესხებისა, რომელიც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით, ან აქვს არასტანდარტული გრაფიკი არაყოველთვიური გადახდებით.


როგორ შევძლებ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას?

► მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა, 18 -დან 25 მარტის ჩათვლით, უნდა შეავსონ სესხის გადავადების მოთხოვნის განაცხადი სპეციალურად შექმნილი დისტანციური არხის მეშვეობით, ბმულზე: https://bit.ly/2UdMGu4; ან დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 032 2 50 50 02
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ სერვისცენტრებში მოსვლა არ გახლავთ რეკომენდირებული.  
განაცხადები განიხილება ინდივიდუალურად. პასუხს თითოეული მომხმარებელი მიიღებს მისი მომსახურე დაკრედიტების ექსპერტისგან, არაუგვიანეს 1-ლი აპრილისა. 


რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ, რა პერიოდი იქნება გათავისუფლებული მომხმარებელი   ყოველთვიური გადასახადისგან? 

► საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 1-ლი ივლისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას.


იმოქმედებს თუ რა გადავადება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე ნეგატიურად?

► საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ნეგატიურად არ აისახება მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე.


ერიცხება თუ არა სესხს პროცენტი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში?

► დიახ, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის ვადაზე.


საშეღავათო პერიოდის შემდეგ, იზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

► სესხის მოქმედების ვადა გაიზრდება საშეღავათო პერიოდის შესაბამისად, ხოლო გადავადებული ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება სესხის გაზრდილ ვადაზე, ისე რომ საშეღავაღო პერიოდის გასვლის შემდგომ, გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი თანხა მიახლოვებული იქნება საშეღავათო პერიოდის დაწესებამდე არსებულ გადასახდელ თანხასთან.


თუ ვსარგებლობ რამდენიმე სესხით ერთდროულად, ყველა მათგანს ეხება საშეღავათო პერიოდი?

► დიახ, საშეღავათო პერიოდი ვრცელდება ერთდროულად ყველა სესხზე. 


გაიზრდება თუ არა სესხის საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდში, ან მის შემდეგ?

► არა, საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება.


გაიზრდება თუ არა სესხის ვადა?

► დიახ, სესხის ვადა გაიზრდება საშეღავათო პერიოდით.


თუ ვისარგებლე საშეღავათო პერიოდით და მოგვიანებით გადავიფიქრე, შესაძლებელია, თუ არა საშეღავათო პერიოდის ვადაზე ადრე შეწყვეტა?

► ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მოგვმართოს ცხელი ხაზის ნომერზე: 032 250 50 02 და მოითხოვოს, რომ მის სესხებზე დაწესდეს გადახდის ახალი გრაფიკი.

ხშირად დასმული კითხვები