სიახლეები

გლობალური ფულის კვირეული

გლობალური ფულის კვირეული

2019-04-01

"ემ ბი სი"-მ "გლობალური ფულის კვირეულში" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით ჩატარდა. 

"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში მეექვსედ აღინიშნა და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის კვირეულის გზავნილია: "ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე"!

"ფინანსური მრჩეველის" პროექტის ფარგლებში, "ემ ბი სი" საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლას ესტუმრა და ფინანსური წიგნიერების თემაზე 5 დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება განახორციელა.

ტრენინგის თემა გახლდათ: რა არის ფული, როგორ განვკარგოთ ის გონივრულად, როგორ ვაკონტროლოთ  შემოსავლები და ხარჯები, რისთვის არის საჭირო დანაზოგი, რა მეთოდები არსებობს დანაზოგის შესაქმნელად, რატომ არის საჭირო, რომ ვიყოთ ფინანსურად განათლებულები.

სემინარი ინტერაქტიული ხასიათის გახლდათ და რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა:

  • ლექცია
  • თემატური ამოცანების გადაჭრა
  • ხატვის კონსურსი თემაზე - "ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე"
  • პრეზენტაციის მომზადება თემაზე - "ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე"
  • გამარჯვებულების გამოვნელა და დაჯილდოება

ხატვის კონკურსში გამოვლინდა 2 გამარჯვებული: ანა ბერიანიძე და ანა წიკლაური.

სხვა აქტივობების შედეგად კი დასახელდა 3 გამარჯვებული: თორნიკე ზაუტაშვილი,  ვალერი წიკლაური და ანა წიკლაური.

გამარჯვებულებს "ემ ბი სი"-სგან საჩუქრები გადაეცათ... თორნიკე ზაუტაშვილი,  ვალერი წიკლაური და ანა წიკლაური კი ერთი დღით "ემ ბი სი"-ს სათაო ოფისს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას.

გლობალური ფულის კვირეული