სიახლეები

ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა

ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა

2019-09-24

"ემბისი"-მ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ეყრდნობა. 

"ჩვენი მიზანია მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომპანიის მთავარი მონაპოვარია გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა.

"ემბისი"-ს მორალური ვალდებულებაა ვიზრუნოთ გარემოსა და მოსახლეობაზე, მივაღწიოთ კომერციულ წარმატებას ეთიკური ნორმების სრული დაცვით, პატივი ვცეთ ჩვენს თანამშრომლებს, მომხმარებლებს, ბუნებას და საზოგადოებას, გავუზიაროთ ცოდნა მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს," - ამბობს "ემბისი"-ს საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია.  

"ემბისი" ოფიციალურად 2019 წლის თებერვალში შეუერთდა ინიციატივას, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად კი შემუშავებულ იქნა  2019-2020 წლების სამუშაო გეგმა. 

ეთერ ჩაჩიბაია: "აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შეიცვალოს და დაწინაურდეს ქალის როლი სამსახურსა და ზოგადად, საზოგადოებაში. ჩვენი მიზანია მეტი ქალი ჩაერთოს ბიზნესში და იკავებდეს ხელმძღვანელ თანამდებობებს. "ემბისი" დიდი სიამაყით შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ საკუთარ წვლილს შევიტანთ ქალბატონების ეკომონიკურ გაძლიერებაში."

ქალთა გაძლიერების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა