სიახლეები

თანამშრომლების ტრენინგებისა და გადამზადების სერია

თანამშრომლების ტრენინგებისა და გადამზადების სერია

2020-05-08

"ემბისი"-მ, კორონავირუსით გამოწვეული რყევების საპასუხოდ, ახალი ონლაინპროექტი - Talk წამოიწყო, რომელიც ონლაინშეხვედრების, მასტერკლასებისა და ვებინარების საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს.

ღონისძიება კონკრეტული პერიოდულობით ტარდება და კომპანიის თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, მათთვის ახალი მიმართულებების სწავლებასა და ე.წ. Soft-უნარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

"დღეს, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლებზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში პროფესიული ცოდნისა და სხვა უნარების გაზიარება დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მუშაობის მეთოდები და პროცესები, ავამაღლოთ თანამშრომელთა განწყობა და ლოიალობა კომპანიის მიმართ, დავეხმაროთ მათ ახალი ცოდნისა და პროფესიული უნარების შეძენაში, ახალ გამოწვევებთან ადაპტაციაში.
ამ გზით, მათ მუდმივად აქვთ კომუნიკაცია კომპანიის ტოპმენეჯერებთან, იღებენ ყველა კითხვაზე პასუხს და ჩვენთან ერთად ერთვებიან გამოწვევების დაძლევის პროცესში. გვჯერა, რომ ყველა გამოწვევას გუნდურობით, პროფესიონალიზმითა და მუდმივი განვითარებით დავძლევთ", − ამბობს "ემბისი"-ს საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ღვალაძე.

აღსანიშნავია, რომ "ემბისი" დღიდან კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელებისა, მისი პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემუშავებულ და რეკომენდებულ ღონისძიებებს რეგულარულად ახორციელებს.

კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, კომპანიამ შეძლო და უკლებლივ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა, თანაც − თავდაპირველი ანაზღაურებით. აგრეთვე, მან დააკმაყოფილა ყველა იმ მომხმარებლის განაცხადი, ვინც კომპანიას 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის მიღების თხოვნით მიმართა.

თანამშრომლების ტრენინგებისა და გადამზადების სერია