სიახლეები

"ემ ბი სი" მსოფლიო გარბენში მონაწილეობს

"ემ ბი სი" მსოფლიო გარბენში მონაწილეობს

2019-05-06

ტრადიციისამებრ, "ემ ბი სი"-ს თანამშრომლებმა წელსაც მიიღეს მონაწილეობა Wings For Life World Run-ში.  

ემბისელებმა სტარტი 5 მაისს, ლოპოტას ხეობიდან - მსოფლიოს სხვა კონტინენტების მონაწილეებთან ერთად აიღეს. წელს მსოფლიო გარბენში კომპანიის 35-მდე თანამშრომელი ჩაერთო.   

შეგახსენებთ, რომ Wings For Life World Run ყოველწლიურად იმართება და საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მარათონში შეგროვილი თანხა მთლიანად ხმარდება ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევას.