სიახლეები

"ემბისი" მარნეულშია

"ემბისი" მარნეულშია

2020-06-01

"ემბისი" უკვე მარნეულშია. რუსთაველის 47 ნომერში მდებარე სერვისცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრის სწრაფად და მარტივად მიღების საშუალება აქვს. 

კომპანიის მომსახურების ცენტრში შესაძლებელია აგრო, ავტო, ბიზნეს, იპოთეკური და StartUp სესხების მიღება, ასევე ფულადი გზავნილებისა და ვალუტის კონვერტაციის სერვისებით სარგებლობა, კომუნალური და სხვა სახის გადახდების განხორციელება. 

"ემბისი" მარნეულის რაიონის მოსახლეობას აგრო განვადების სერვისსაც სთავაზობს. ამას გარდა, შესაძლებელია ფინანსური ინსტიტუტებიდან თუ კერძო იპოთეკარებისგან სესხებით პორტირებაც. 

შეგახსენებთ, რომ "ემბისი" საქართველოს მასშტაბით 13 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 6 თბილისში - 7 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად 170-მდე ადამიანია დასაქმებული.