სიახლეები

#აჩუქეწიგნი - წიგნის საერთაშორისო დღე

#აჩუქეწიგნი - წიგნის საერთაშორისო დღე

2019-04-23

#აჩუქეწიგნი - 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.

კამპანიას "ემ ბი სი"-ს თანამშრომლებიც შეუერთდნენ და ერთმანეთში წიგნები გაცვალეს.

ამას გარდა, კომპანიამ ტრადიციული სამახსოვრო წარწერით - "სიყვარულით MBC" - წიგნები იმ თანამშრომლებს  გადასცა, ვისაც "ემ ბი სი"-ში 5 წელზე მეტი ხნის მუშაობის სტაჟი აღმოაჩნდა. 

ინიციატივის მიზანი წიგნებისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა გახლავთ.

წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ - ქალები კი მათ რჩეულ მამაკაცებს წიგნებით ასაჩუქრებდნენ.

1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და ამით, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ეკითხათ.

 

#აჩუქეწიგნი - წიგნის საერთაშორისო დღე