სამეთვალყურეო საბჭო

ნატალია რუხაძე

ნატალია რუხაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ნატალია რუხაძემ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ქიმიურ-ფარმაცევტული აკადემია და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოტექნოლოგიის სპეციალობით. ნატალიამ თავისი კარიერა დაიწყო რუსეთში, ინდუსტრიული ბიოტექნოლოგიის განხრით და შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა ბოსტონში, ამერიკაში შპს "ბიოგენთან" ერთად. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები რიგ სამეცნიერო ჟურნალებში.

2000 წელს, ნატალია რუხაძემ მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხი. მას შემდეგ ნატალია მუშაობდა ბიოტექნოლოგიის მიმართულებით Accenture და Millennium Pharmaceuticals კომპანიებთან პროექტების მართვის, ახალი პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

2006 წელს, ნატალია თავის ოჯახთან ერთად აშშ-დან წამოვიდა და დაფუძნდა საქართველოში, სადაც დაიწყო თავისი სამეწარმეო საქმიანობა. ის არის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი რამდენიმე სფეროში კერძოდ: რესტორანი "’მარშე"’, საცალო ვაჭრობა და იმპორტი. 2008 წლიდან ნატალიამ დააფუძნა და 6 წლის განმავლობაში მართავდა კერძო საოჯახო ქონების მართვის კომპანიას ლონდონში, სადაც მართავდა კერძო წარმატებული საწარმოების მულტიმილიონ დოლარიან აქტივებს. ამ პროცესში მან დაამყარა წარმატებული ურთიერთობები მრავალ ევროპულ კერძო ბანკთან და სატრასტო კომპანიასთან.

ნატალია რუხაძე 2014 წლიდან მართავს კერძო ოჯახურ ბიზნესს, ზედამხედველობს ინვესტიციებს და მართავს პერსონალურ ქონებას საერთაშორისო მასშტაბით.

2017 წლიდან ნატალია რუხაძე არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ნატალია რუხაძე