გია პეტრიაშვილი ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხს თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით. სამეცნიერო კარიერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე დაიწყო. ასევე, გახლდათ მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. გია პეტრიაშვილს, სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, გამოქვეყნებული აქვს რიგი კვლევითი ნაშრომები.
1993 წელს, გია პეტრიაშვილმა დააფუძნა კომერციული ბანკი - სს "ბაზისბანკი" და გახდა მისი სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. მოგვიანებით, 1998-2012 წლებში კი, იყო ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
1999 წლიდან, პეტრიაშვილი საქმიანობდა OPIC-ის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ფონდში - "კავკასიის ფონდი". 1999-2002 წლებში კი, გახლდათ LLC Caucasus Advisors-ის ("კავკასიის ფონდის" მმართველი კომპანია, ოფისებით ნიუ-იორკში, ბაქოში, თბილისსა და ერევანში) თბილისის ოფისის დირექტორი.
2002-2005 წლებში, გია პეტრიაშვილი იყო შპს "გასართობი ცენტრი მეიდანი"-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 2006-2009 წლებში კი, დააფუძნა და ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას - შპს "სოლო-ლაკი ინვესტორს".
საბანკო სფეროში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ - გია პეტრიაშვილმა, პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" ("ემბისი") და დაარსების დღიდან, იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას, ხოლო 2017 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.