ფოტო გალერეა

#წინდამინდა

#წინდამინდა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

#წინდამინდას - დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდამჭერ კამპანიას "ემ ბი სი"-ც შეუერთდა. კომპანიამ და მისმა თანამშრომლებმა სპეციალურად აღნიშნული დღისათვის შექმნილი წინდები შეიძინეს. თანხა მთლიანად "გიგოს ფონდში" გადაირიცხა.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ მიმდინარე წელს წამოიწყო პროექტი – "გიგოს ფონდი", რომლის სახე ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილია. ფონდის მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.