2 50 50 02

    News

    "ემ ბი სი" Clown Care-ის პროექტს აფინანსებს

    2018-06-04

    მიმდინარე წლის განმავლობაში, "ემ ბი სი" იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს პატარა პაციენტებისთვის Clown Care-ის პროექტს დაფინანსებს. 

    როგორც მოგეხსენებათ, სიცილი ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე... როდესაც ვიცინით, ორგანიზმში გამოიყოფა ე.წ. "ბედნიერების" ჰორმონი, რომელიც თავის მხრივ, ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს და ანადგურებს მათ.

    შესაბამისად, ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობის კურსს დეპრესიის, ტკივილის, შიშისა და შფოთვის თანხლებით უმკლავდებიან, უმნიშნველოვანესია კვირაში ერთხელ ჯამბაზის ვიზიტი და ამ სახით დადებითი ემოციების მიღება.

    აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში Clown Care დიდი ხნის დანერგილი მეთოდია. კვლევებმა აჩვენა, რომ ჯამბაზების თერაპიას დადებითი სამკურნალო ეფექტი გააჩნია, როგორც პატარებზე, ასევე მათ მშობლებზე, რომელთაც თვეობით უწევთ კლინიკაში ცხოვრება და ურთულესი ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება.

    ჯამბაზის ვიზიტის პარალელურად, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ემ ბი სი"-მ პატარები სათამაშოებითაც გაახარა... 

    ვალუტის კონვერტორი


    1 USD

    1 EUR

       
    2.6376
    3.0546
    ყიდვა გაყიდვა