2 50 50 02

    News

    2017-07-03

    2017 წლის ივნისიდან, სს „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ Smart Campaign-ს - მიკროსაფინანსო სექტორში მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.

    Smart Campaign ერთგვარ გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს და მსოფლიო მასშტაბით, 4700-ზე მეტ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ასოციაციას, ინვესტორსა თუ დონორს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. 2008 წელს ჩამოყალიბებული კამპანიის უმთავრესი დანიშნულება მომხმარებლისთვის - როგორც ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებელი ძალისთვის - გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურების შეთავაზება გახლავთ.

    Smart Campaign-ის პრინციპების დაცვა "მიკრო ბიზნეს კაპიტალს", პასუხისმგებლობიანი საბანკო დაფინანსების - ღირსეული და გონივრული ფინანსური მრჩევლის მოდელად აქცევს.

    კომპანია უახლოეს მომავალში Smart Campaign-ის მომხმარებელთა დაცვის სერთიფიკატის მოპოვებასაც გეგმავს, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და მომხმარებელზე მორგებულს გახდის.

    ვალუტის კონვერტორი


    1 USD

    1 EUR

       
    2.4402
    3.0017
    ყიდვა გაყიდვა