2 50 50 02

ჩვენი გუნდი

ტარას ნიჟარაძე - სამეთვალტყურეო საბჭოს თავჭდომარე

1986 წელს ტარას ნიჟარაძემ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ნახევარგამტარების ფიზიკის სპეციალობით.

1987 წელს ტარას ნიჟარაძემ სამეცნიერო კარიერა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკურ ცენტრში მეცნიერ-მკვლევარის თანამდებობაზე.

1990 წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს ბიზნესის სფეროში - არის  საბანკო, ტურიზმის,  სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების დამფუძნებელი და მენეჯერი.  

1998 - 2012  წლებში  ტარას ნიჟარაძე  იყო სს „ბაზისბანკის“ ერთერთი აქციონერი, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შემდგომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

2006 წლიდან ტარას ნიჟარაძე   არის შ.პ.ს. „ენერგო-არაგვის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, იგი სათავეში უდგას ჰიდროენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ  ერთერთ წარმატებულ პროექტს საქართველოში. 

2012 წლიდან ტარას ნიჟარაძე არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს პარტნიორი და ამავე ორგნიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

გია პეტრიაშვილი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გენერალური დირექტორი

გია პეტრიაშვილი ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხს თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით. 1988 წელს მან სამეცნიერო კარიერა დაიწყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ მკვლევარის პოზიციაზე, ხოლო მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, როგორც მოწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა. გია პეტრიაშვილს გამოქვეყნებული აქვს რიგი კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

90-იანი წლების დასაწყისში მან ბიზნეს საქმიანობა დაიწყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ხოლო  1993 წელს დააფუძნა კომერციული ბანკი საქართველოში - სს “ბაზისბანკი“ და გახდა სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1999 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და საქმიანობა გააგრძელა „კავკასიის ფონდში“, OPIC-ს მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ფონდში.  1999-2002 წლებში იგი იყო  Caucasus Advisors, LLC („კავკასიის ფონდის“ მმართველი კომპანია, ოფისებით ნიუ-იორკში, ბაქოში, თბილისსა და ერევანში) თბილისის ოფისის დირექტორი. 2002 – 2005 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ შპს „გასართობი ცენტრი მეიდანი“-ს (პირველი ევროპული კლასის ქართული კლუბ-რესტორნი თბილისში) დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 2006-2009 წლებში მან დააფუძნა და ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას  შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“.

1998-2012 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბანკში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების შემდგომ მან,  პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (“ემ ბი სი”), სადაც დაარსების დღიდან  იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას, ხოლო 2017 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ლევან სურგულაძე - სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი

ლევან სურგულაძეს მიღებული აქვს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები, აგრეთვე  დოქტორის ხარისხი  ფიზიკაში და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ). მას გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომი წამყვან ჟურნალებში აშშ–ში და ევროპაში.

1990 წელს ლევან სურგულაძემ კარიერა დაიწყო, როგორც მეცნიერ–მკვლევარმა  სამეცნიერო ცენტრებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფერმის ამაჩქარებლის ნაციონალურ ლაბორატორიაში (ჩიკაგო, აშშ) და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია).

1999 წელს ლევან სურგულაძემ კარიერა გააგრძელა უოლ–სტრიტზე ნიუ იორკში, როგორც ტრეიდერ / რისკების მმართველად ამერიკის საფონდო ბირჟაზე (NASDAQ-AMEX); 2000–2001 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Deutsche Bank – ის ლონდონის ოფისის გლობალური საკრედიტო დერივატივების მიმართულებით. 2001–2002 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Barclays Capital – ის ნიუ იორკის ოფისის რისკის ფინანსების მიმართულებით. 2002–2007 წლებში მუშაობდა რისკის კონტროლის დირექტორად შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS Investment Bank) ნიუ იორკის ოფისში. 2004 – 2013 წლებში ლევან სურგულაძემ საქართველოში, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ კავკასიისბიზნესჯგუფში.

2009 წელს ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრად, სადაც მუშაობდა ამ სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმამდე. 2011 წელს, იგი დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2014 წლიდან არის კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2013 წელს ლევან სურგულაძე არჩეულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ (ემ ბი სი) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად.

 

მურმან ამბროლაძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მურმან ამბროლაძე ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის და დოქტორის ხარისხს მათემატიკის განხრით, არის რიგი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მან სამეცნიერო და პედაგოგიური კარიერა დაიწყო თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე, ხოლო 1993 წელს გია პეტრიაშვილთან ერთად დააფუძნა კომერციული ბანკი - სს “ბაზისბანკი“ და წლების მანძილზე იყო მისი დირექტორი.

2008-2012 წლებში მურმან ამბროლაძე იყო “ბაზისბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2012 წლიდან  დღემდე იგი არის შპს „ამბრო-სოფთი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი.

მურმან ამბროლაძე არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ პარტნიორი და 2014 წლიდან ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ნატალია რუხაძე - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ნატალია რუხაძემ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის ქიმიურ-ფარმაცევტული აკადემია და მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოტექნოლოგიის სპეციალობით. ნატალიამ თავისი კარიერა დაიწყო რუსეთში, ინდუსტრიული ბიოტექნოლოგიის განხრით და შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა ბოსტონში, ამერიკაში შპს „ბიოგენთან“ ერთად. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები რიგ სამეცნიერო ჟურნალებში.

2000 წელს, ნატალია რუხაძემ მიიღო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სლოუნის მენეჯმენტის სკოლის მაგისტრის ხარისხი. მას შემდეგ ნატალია მუშაობდა ბიოტექნოლოგიის მიმართულებით Accenture და Millennium Pharmaceuticals კომპანიებთან პროექტების მართვის, ახალი პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის მიმართულებით.

2006 წელს, ნატალია თავის ოჯახთან ერთად აშშ-დან წამოვიდა და დაფუძნდა საქართველოში, სადაც დაიწყო თავისი სამეწარმეო საქმიანობა. ის არის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი რამდენიმე სფეროში კერძოდ: რესტორანი ‘’მარშე’’, საცალო ვაჭრობა და იმპორტი. 2008 წლიდან ნატალიამ დააფუძნა და 6 წლის განმავლობაში მართავდა კერძო საოჯახო ქონების მართვის კომპანიას ლონდონში, სადაც მართავდა კერძო წარმატებული საწარმოების მულტიმილიონ დოლარიან აქტივებს. ამ პროცესში მან დაამყარა წარმატებული ურთიერთობები მრავალ ევროპულ კერძო ბანკთან და სატრასტო კომპანიასთან.

ნატალია რუხაძე 2014 წლიდან მართავს კერძო ოჯახურ ბიზნესს, ზედამხედველობს ინვესტიციებს და მართავს პერსონალურ ქონებას საერთაშორისო მასშტაბით.

2017 წლიდან ნატალია რუხაძე არის სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ვალუტის კონვერტორი


1 USD

1 EUR

   
2.7060
3.1766
ყიდვა გაყიდვა