2 50 50 02

სასარგებლო ინფორმაცია

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“-ს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა მიმართულია ახალგაზრდა და მოტივირებული პროფესიონალების მოზიდვასა და მათი შემდგომი წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებაზე.

კომპანია ხელს უწყობს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. სისტემატურად იგეგმება და ხორციელდება საკვალიფიკაციო ტრეინინგები და სასწავლო პროგრამები.

თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია ბენეფიტების პაკეტი, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, ფულად საჩუქარს/დახმარებას, საბონუსე სისტემას და სხვა. 

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი

ემ ბი სი -ს პერსონალის შერჩევა არის მაქსიმალურად მარტივი და გამჭირვალე პროცესი. იგი მოიცავს სამ საფეხურს - კანდიდატის შერჩევას რეზუმეების საფუძველზე, ტესტირებასა და გასაუბრებას.  ვაკანტური თანამდებობიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება განათლებისადმი მოთხოვნის, სამუშაო გამოცდილების, პროფესიული ცოდნის, საქმიანი თვისებებისა და ტექნიკური უნარების შესაბამისად. 

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც თქვენი რეზიუმეს (CV) წერის  და გასაუბრებისთვის მომზადების პროცესში გამოგადგებათ. 

როგორ მოვამზადოთ CV

  • კონკრეტულ ვაკანსიაზე გაგზავნისას  თქვენი CV შეუსაბამეთ პოზიციას, სრულყოფილად წარმოაჩინეთ ვაკანტური თანამდებობისთვის  საჭირო გამოცდილება და ცოდნა;
  • CV არ უნდა იყოს ვრცელი და გადატვირთული. აუცილებელია შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:  პირადი მონაცემები - ფოტოსურათი, სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა, დაბადების თარიღი;  განათლება; სამუშაო გამოცდილება - კომპანიების ჩამონათვალი, სადაც მუშაობდით და მუშაობთ, პოზიციებისა და  მუშაობის წლების მიხედვით, მონაცემები უნდა მიეთითოს უკუ თანმიმდევრობით; ენები; სხვა განათლება, სემინარები და კურსები;
  • არ არის მისაღები ზედმეტად  ფერადი და გაფორმებული CV . სასურველი ფორმატია  - PDF;    
  • ელექტრონულ ფოსტაზე  გაგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება  Subject -ში და CV -ის ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი, რადგან შემდგომში ადვილად მოხდეს მისი იდენტიფიკაცია.

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის: 

გასაუბრება საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის წარდგენისთვის. გეძლევათ შანსი ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი უნარები და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ ინტერვიუერზე. 

წარმატებული გასაუბრებისთვის სასურველია: 

  • არ დააგვიანოთ გასაუბრებაზე;
  • ყურადღება მიაქციოთ ჩაცმულობას;
  • მოიძიოთ ინფორმაცია პოტენციურ დამსაქმებელზე;
  • დეტალურად  შეისწავლოთ ვაკანსიის აღწერილობა;
  • ყურადღება გაამახვილოთ იმ თვისებებზე, რომელიც კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებს შეესაბამება;    

 

ვალუტის კონვერტორი


1 USD

1 EUR

   
2.7060
3.1766
ყიდვა გაყიდვა