2 50 50 02

სოციალური პასუხისმგებლობა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ („ემ-ბი-სი“) როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი ორიენტირებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკური, საზოგადოებრივი და სოციალური განვითარების საქმეში.

კომპანია მიზნად ისახავს მომხმარებლებს გაუწიოს მათ საჭიროებებზე მორგებული, გამჭირვალე და მაღალი ხარისხის მომსახურება, რათა ხელი შეუწყოს სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციას.

„ემ-ბი-სი“-ს მომხმარებელი ყოველთვის სრულად არის ინფორმირებული შეთანხმების პირობებსა და ვადებზე. ორგანიზაციის თანამშრომლების მხრიდან კლიენტებისადმი დამოკიდებულება ეფუძნება პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებსა და მორალურ ღირებულებებს.

კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლებისათვის შრომის უსაფრთხო პირობების დაცვას, უზრუნველყოფს მათი განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს შექმნას.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გარემოს დაცვა. „ემ-ბი-სი“-ს თანამშრომლები მაქსიმალურად უფრთხილდებიან ბუნებრივ რესურებს. სერვის ცენტრებში შექმნილია ე.წ. მწვანე ყუთები, სადაც ხდება ქაღალდის ნარჩენების შეგროვება და ჩაბარება მისი ხელმეორედ გადამუშავების მიზნით.  

„ემ-ბი-სი“ მუდამ ცდილობს იყოს სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად მიმართული აქციებისა და ღონისძიებების აქტიური მონაწილე. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქველმოქმედებას (მოხუცებულთა თავშესაფარი, უპატრონო ბავშვთა სახლი). 

ვალუტის კონვერტორი


1 USD

1 EUR

   
2.7060
3.1766
ყიდვა გაყიდვა