2 50 50 02

ჩვენი გუნდი

გია პეტრიაშვილი - დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

გია პეტრიაშვილი ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხს თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით. 1988 წელს მან სამეცნიერო კარიერა დაიწყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ მკვლევარის პოზიციაზე, ხოლო მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, როგორც მოწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა. გია პეტრიაშვილს გამოქვეყნებული აქვს რიგი კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

90-იანი წლების დასაწყისში მან ბიზნეს საქმიანობა დაიწყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ხოლო  1993 წელს დააფუძნა კომერციული ბანკი საქართველოში - სს “ბაზისბანკი“ და გახდა სამეთვალყურეო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1999 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და საქმიანობა გააგრძელა „კავკასიის ფონდში“, OPIC-ს მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ფონდში.  1999-2002 წლებში იგი იყო  Caucasus Advisors, LLC („კავკასიის ფონდის“ მმართველი კომპანია, ოფისებით ნიუ-იორკში, ბაქოში, თბილისსა და ერევანში) თბილისის ოფისის დირექტორი. 2002 – 2005 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ შპს „გასართობი ცენტრი მეიდანი“-ს (პირველი ევროპული კლასის ქართული კლუბ-რესტორნი თბილისში) დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი. 2006-2009 წლებში მან დააფუძნა და ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიას  შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“.

1998-2012 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბანკში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების შემდგომ მან,  პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (“ემ ბი სი”), სადაც დაარსების დღიდან  იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას, ხოლო 2017 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

გიორგი ღვალაძე - საკრედიტო განყოფილების დირექტორი

გიორგის დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის განხრით. 2006 წელს მან მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი კავკასიის აკადემიურ ცენტრში (CAC). 2014 წლიდან იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტი  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. გიორგის გააჩნია 11 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება საბანკო სფეროში. მან თავისი კარიერა დაიწყო „ბანკ კონსტანტა“-ში 2005 წელს, როგორც დაკრედიტების ექსპერტმა, შემდგომ დაწინაურებულ იქნა ფილიალის მმართველის პოზიციაზე. ამის შემდეგ გიორგი ხელმძღვანელობდა „ბანკი კონსტანტა“-ს მინი და მინი-აგრო მიმართულების სამსახურს. 2013 წლიდან გიორგი არის „ემ ბი სი“-ს ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი, სადაც ის ხელმძღვანელობს საკრედიტო განყოფილებას.  

ეთერ ჩაჩიბაია - საოპერაციო განყოფილების დირექტორი

ეთერ ჩაჩიბაიას გააჩნია 9 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში. მუშაობდა  ბაზისბანკსა და HSBC-ბანკ საქართველოში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე საოპერაციო, საცალო და კორპორატიული მომსახურების მიმართულებით. იგი ასევე რამდენიმე წლის განმავლობაში დასაქმებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორში. ეთერი ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს. გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრეინინგი და საკვალიფიკაციო კურსი მენეჯმენტსა და საფინანსო სფეროში. 2013 წლიდან იგი “ემ ბი სი”-ს გუნდის წევრია. საოპერაციო განყოფილების მენეჯერის საკურატორო სფეროში შედის საოპერაციო მიმართულება, გაყიდვები და მარკეტინგი, ადამიანური რესურსები,  სამეურნეო, მისოს სერვის-ცენტრები.

თათია ჯაჯანაშვილი - საფინანსო განყოფილების დირექტორი

თათია ჯაჯანაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ფინანსების განხრით. მას გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტრეინინგები ფინანსურ ანგარიშგებაში და ბიზნესის მენეჯმენტში. ამჟამადე სწავლას განაგრძობს გრენობლის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე. 2011-2014 წლებში მუშაობდა „ბანკი კონსტანტას“ მმართველობითი აღრიცხვისა და ანალიზის უფროსი ოფიცრის პოზიციაზე. თათია “ემ ბი სი”-ს გუნდს 2014 წლიდან შემოუერთდა. საფინანსო განყოფილების მენეჯერის საკურატორო სფეროში შედის ხაზინა, ბუღალტერია, ფინანსური ანგარიშგება, საინფორმაციო ტექნოლოგიები. 

ნინო დევდარიანი - რისკების მართვის დირექტორი

ნინო დევდარიანმა 2010 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, რაოდენობრივი ფინანსების სპეციალობით. 2014 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი Williams College-ში (აშშ), სადაც სწავლობდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.

2008-2013 წლებში ნინო მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო რეზერვების რისკების მართვისა და კონტროლის განხრით. 2014-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის რისკების მართვის მიმართულებით. ამავდროულად, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს  ,,განვითარებადი ფინანსები,'',,საერთაშორისო მაკროეკონომიკა“. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ არაერთ ტრეინინგსა და ვორკშოპში.  ნინო “ემ ბი სი”-ს გუნდს 2016 წლიდან შემოუერთდა. რისკების განყოფილების მენეჯერის საკურატორო სფეროში შედის საკრედიტო რისკები, საოპერაციო რისკები, იურიდიული და AML.

ვალუტის კონვერტორი


1 USD

1 EUR

   
2.7060
3.1766
ყიდვა გაყიდვა