2 50 50 02

კომპანიის შესახებ

სს  „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ დაფუძნდა 2012 წლის ბოლოს, ხოლო 2013 წლის დასაწყისში გაიარა რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ.

საწყის ეტაპზე კომპანიამ მოახდინა სერვის ცენტრების ქსელის განვითარება თბილისის მასშტაბით. 2013 წლიდან მოყოლებული გაიხსნა ექვსი სერვის ცენტრი და სათაო ოფისი საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებში.

2016 წლიდან კომპანიამ დაიწყო რეგიონალური ქსელის მშენებლობის პროცესი და გახსნა პირველი რეგიონალური ფილიალი რუსთავში. 2017 წელს დაგეგმილია კიდევ 2 ფილიალის გახსნა ბათუმსა და ქუთაისში. მომავალში კომპანია კვლავ გააგრძელებს სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისის ასევე რეგიონარული მასშტაბით.

მენეჯმენტის აზრით, კომპანიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს მისი თანამშრომლების გუნდი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული კორპორაციული მართვის პრინციპებითა და ეთიკის ნორმებით. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 90-ზე მეტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების მაღალ ხარისხს და  ნაკისრი ვალდებულებების უპირობო შესრულებას.  მენეჯმენტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

მისოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. უმაღლეს მმართველობით ორგანოებს შეადგენენ აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო, შიდა აუდიტის სამსახური და დირექტორატი. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს მენეჯმენტზე, განსაზღვრავს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტი შედგება მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისაგან, რომელთაც საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

„მიკრო ბიზნეს კაპიტალს“ გააჩნია ბაზარზე ორიენტირებული საკრედიტო სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანია რისკით შეწონილი და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის შექმნა. კომპანიის მენეჯმენტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს როგორც საკრედიტო და საბაზრო რისკების, ასევე ლიკვიდური სახსრების ეფექტურ მართვას. საკრედიტო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მიკრო ბიზნესის დაკრედიტება. კომპანიის სატარიფო პოლიტიკა ეფუძნება ფინანსური სახსრების  და სასესხო პროდუქტების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის პრინციპს.

კომპანიის მიზანია  მიკროსაფინანსო ბაზარზე სანდო და ცნობადი რეპუტაციის დამკვიდრება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომპანიის მთავარი მონაპოვარია გამოცდილი გუნდი, მყარი ფინანსური პარტნიორები და  გამართული ორგანიზაციული სტრუქტურა.

კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, ასევე სიღარიბისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ვალუტის კონვერტორი


1 USD

1 EUR

   
2.7060
3.1766
ყიდვა გაყიდვა