სიახლეები

"ემბისი"-მ "Symbiotics"-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა

"ემბისი"-მ "Symbiotics"-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა

2021-04-19

"ემბისი"-მ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია "Symbiotics"-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა.
 
კომპანიამ 1 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 500,000 აშშ დოლარი არაუზრუნველყოფილი სესხები, პანდემიის პერიოდში, მცირე ბიზნესის დასახმარებლად მოიზიდა. აღნიშნული თანხა, "ემბისი"-ს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს მცირე მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერა, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას და ასევე, შესთავაზოს მომხმარებლებს კიდევ უფრო ფართო სპექტრის და მრავალფეროვანი მომსახურება.

პანდემიის დაწყებიდან, "ემბისი"-მ, არაერთი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა: "Incofin" და "Bank im Bistum Essen".

აქვე, შეგახსენებთ, რომ 2020 წლის თებერვალში, აღიარებულმა გერმანულმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემბისი"-ს საკრედიტო რეიტინგი - B+ სტაბილური მიანიჭა. პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ მოახერხა წამყვანი პოზიციის და მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება.