სიახლეები

ახალციხეში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

ახალციხეში "ემბისი"-ს სერვის ცენტრი გაიხსნა

2020-08-17

"ემბისი"-ს მომსახურებით სარგებლობა ახლა უკვე ახალციხეშიც შესაძლებელია. კომპანიის მომსახურების ცენტრი კოსტავას 3 ნომერში გაიხსნა და რაიონის მოსახლეობას ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. 

სერვის ცენტრში შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა სახის სესხების აღება, ასევე ფულადი გზავნილების, ვალუტის კონვერტაციის, კუმუნალური და სხვა სახის გადახდების განხორციელება. 

კომპანია ახალციხის რაიონის მოსახლეობას აგრო, ავტო, იპოთეკურ, ბიზნეს და Start Up სესხებს სთავაზობს. სერვის ცენტრში შესაძლებელია აგრო განვადების მომსახურებით სარგებლობა, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან თუ კერძო იპოთეკარებისგან სესხებით პორტირებაც.  

"ემბისი" საქართველოს მასშტაბით 13 სერვის ცენტრს ფლობს. ახალციხის გარდა, კომპანია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულის, გურჯაანისა და გორის რაიონებშია წარმოდგენილი.