სიახლეები

"ემბისი"-ს რისკების დირექტორმა, ნინო დევდარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში

"ემბისი"-ს რისკების დირექტორმა, ნინო დევდარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში

2023-10-11

9 ოქტომბერს, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად, საერთაშორისო კონფერენცია - „Uniting Business Europe” გაიმართა.

კონფერენციაზე „ემბისი“-ს რისკების დირექტორმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: Working with the Supply Chains to Promote SME Sustainability. კერძოდ, ნინო დევდარიანმა ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში მცირე და საშუალო ბიზნესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე.