სიახლეები

"ემბისი"-ს სერვის ცენტრი სამტრედიაში გაიხსნა

"ემბისი"-ს სერვის ცენტრი სამტრედიაში გაიხსნა

2022-03-01

იმერეთში "ემბისი"-ს რიგით მეორე სერვის ცენტრი გაიხსნა. ახლა, ქუთაისის გარდა, კომპანიის მომსახურების მიღება  სამტრედიაშიც შესაძლებელია.

სერვის ცენტრი ჯავახიშვილის #7-ში მდებარეობს და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მრავალფეროვან საფინანსო სერვისებს სთავაზობს. ფილიალში შესაძლებელია როგორც სასესხო პროდუქტებით სარგებლობა, ასევე ვალუტის კონვერტაციის, საერთაშორისო ფულადი გზავნილების და სხვა სახის მომსახურების მიღება.

ამჟამად, "ემბისი" ქვეყნის მასშტაბით 15 სერვის ცენტრს ფლობს. კომპანიის სერვისით სარგებლობა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია შესაძლებელი.