სამეთვალყურეო საბჭო

ტარას ნიჟარაძე

ტარას ნიჟარაძე

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე

ტარას ნიჟარაძე, 2012 წლიდან გახლავთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალის" პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

1990 წლიდან იგი აქტიურად მოღვაწეობს ბიზნესის სფეროში - არის საბანკო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიების დამფუძნებელი და მენეჯერი.

1998 - 2012 წლებში ტარას ნიჟარაძე იყო სს "ბაზისბანკის" ერთ-ერთი აქციონერი, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და შემდგომ თავმჯდომარე.

2006 წლიდან იგი არის შ.პ.ს. "ენერგო-არაგვის" თანადამფუძნებელი და დირექტორი, სათავეში უდგას ჰიდროენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს საქართველოში.

1986 წელს ტარას ნიჟარაძემ დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ნახევარგამტარების ფიზიკის სპეციალობით. მან სამეცნიერო კარიერა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ სტრუქტურული კვლევების რესპუბლიკურ ცენტრში - მეცნიერ-მკვლევარის თანამდებობაზე დაიწყო. 

ტარას ნიჟარაძე