სიახლეები

„ემბისი“ მიკრო ბანკის სტატუსის მიღებას გეგმავს

„ემბისი“ მიკრო ბანკის სტატუსის მიღებას გეგმავს

2022-07-19

მიკრო ბანკების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა. 

პროექტი, რომელიც საფინანსო ბაზარზე ახალი ტიპის ორგანიზაციის - მიკრო ბანკის გაჩენას ითვალისწინებს,  პარლამენტში სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე განიხილება. 

მიკრო ბანკის სტატუსის მიღების ერთ-ერთი კანდიდატი „ემბისი“ გახლავთ. 

კანონპროექტის მიხედვით, მიკრო ბანკის სტატუსის მქონე საფინანსო ორგანიზაციებს დეპოზიტების მიღების, ანგარიშების გახსნის და მომხმარებელთათვის სრულყოფილი საბანკო მომსახურების გაწევის უფლება ექნებათ. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხის გაცემის ლიმიტიც. 

„ემბისი“-ს გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის განცხადებით, მიკრო ბანკის ტიპის ორგანიზაციების გაჩენა ბაზარზე, სავარაუდოდ, რამდენიმე პუნქტით შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება მომხმარებელზე.  

საქართველოს საფინანსო ბაზარზე მიკრო ბანკების გამოჩენას  2023 წლის გაზაფხულზე ელოდებიან. 
დეტალები იხილეთ “ბიზნეს პოსტის” სიუჟეტში. 
 

„ემბისი“ მიკრო ბანკის სტატუსის მიღებას გეგმავს