სიახლეები

პროექტი Mama Bono ქალების მხარდასაჭერად

პროექტი Mama Bono ქალების მხარდასაჭერად

2022-06-09

„ემბისი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია,  სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად, განაგრძობს ქალების მხარდაჭერას. 

„ემბისი“-ს უშუალო ინიციატივით, ხორციელდება პროექტი Mama Bono, რომელიც „დედები დედებისთვის“ კონცეფციის მატარებელია და მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში დედებს, რომლებსაც დეკრეტული შვებულების შემდეგ ესაჭიროებათ დახმარება პროფესიული უნარების განვითარებისა და დასაქმების კუთხით, Mama Bono სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და ანაზღაურებად სტაჟირებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებში.

დაინტერესების შემთხვევაში, კითხვარის შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3zha53B

პროექტი Mama Bono ქალების მხარდასაჭერად