პროდუქტები

ვალუტის გადაცვლა

  • ვალუტის კურსი "ემბისი"-ში ყოველთვის მომგებიანია! 
     
  • "ემბისი" გაძლევთ საშუალებას გადაცვალოთ ვალუტა ორი გზით: ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად ან მიიღოთ კომფორტული და სწრაფი მომსახურება კომპანიის სერვის ცენტრებში. 
     
  • არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი ხართ თუ იურიდიული პირი- სანამ ვალუტას გადაცვლით, აუცილებლად გადაამოწმეთ რას გთავაზობთ "ემბისი". 
MBC განაკვეთები NBG განაკვეთები
ვალუტა ყიდვა გაყიდვა
1 USD
1 EUR
100 RUB
ვალუტა
1 USD 2.7056
1 EUR 2.8466
100 RUB 4.3642

კალკულატორი

რა უპირატესობა აქვს "ემბისი"-ში ვალუტის გადაცვლას

ყოველთვის უკეთესი ვალუტის კურსი;
ვალუტის ონლაინ გადაცვლის შესაძლებლობა;
ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს;
ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე;
"ემბისი" წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდ ქალაქში;
სწრაფი მომსახურება, კომფორტული გარემო;

რატომ უნდა ისარგებლოთ "ემბისი"-ს ონლაინ კონვერტაციის მომსახურებით


სპეციალურად თქვენთვის შექმნილ ვებ-გვერდზე ონლაინ კაბინეტის დარეგისტრირების გზით, სულ რამდენიმე წამში შეძლებთ კონვერტაციის მოთხოვნის განაცხადის გამოგზავნას. "ემბისი"-ს ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემდეგ კი, შეძენილი ვალუტა, უმოკლედ დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდებათ.


ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ თუ ხართ:

 

  • საქართველოს მოქალაქე  ფიზიკური პირი;
  • საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
  • იურიდიული პირი, რომლის წარმომაგდენელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.

ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია  შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.

 

ასე რომ, სანამ ვალუტას გადაცვლით, გადაამოწმეთ რას გთავაზობთ "ემბისი", რადგან ჩვენთან მარტივი პროცედურა და ყოველთვის მომგებიანი კურსია! 

რა არის საჭირო "ემბისი"-ში ვალუტის გადასაცვლელად

თუ ხშირად გიწევთ ვალუტის გადაცვლა ან ფულადი გზავნილების მიღება, თქვენთვის მომგებიანი ვალუტის კურსით სარგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. "ემბისი" გაძლევთ საშუალებას ყოველთვის უკეთესი კურსით იყიდოთ ან გაყიდოთ სასურველი ვალუტა, როგორც ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად, ასევე კომპანიის სერვის ცენტრებში ვიზიტის გზით. 

ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის მხოლოდ იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა მოგიწევთ, სერვის ცენტრებში კი ვალუტის გადაცვლის მომსახურებას მიიღებთ სამუშაო დღეებში - 09:30-დან 18:00 საათამდე; შაბათს კი - 10:00-დან 13:30 საათამდე. 
 

კონვერტაციისთვის საჭირო თანხა

საიდენტიფიკაციო დოკუმენტი

რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს ვალუტის კურსს

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბაზარზე, ხან ვალუტის მიწოდება სჭარბობს, ხანაც მოთხოვნა და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვალებადობას. მარტივად რომ ვთქვათ - ეროვნული ვალუტა მყარდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო უფასურდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა იკლებს.

 

გარდა ამისა, ვალუტის კურსის ცვლილებებს განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:
 

  • ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა;
  • ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე;
  • ბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის;
  • კონკრეტული ვალუტის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი და მოლოდინები;
  • სახელმწიფო ვალის მოცულობა;
  • ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.